ჟირინოვსკი ურჩევს სააკაშვილს რუსეთში წავიდეს საცხოვრებლად

jirinovskiრუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ვლადიმერ ჟირინოსვსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თანამდებობას ტოვებს რეგიონში მოქმედი კორუფციული სქემების გამოაშკარავების გამო.
„სააკაშვილმა დაინახა, რომ ასეულობით მილიონი დოლარი მოპარულია…და სწორად მოიქცა, რადგან მას არ სურს იყოს დანაშაულის თანამონაწილე. მან წინასწარ გათვალა, რომ რეჟიმს მოელის კრახი და არ უნდა აღმოჩნდეს მის ნამსხვრევებზე“ – აღნიშნა ჟირინოვსკიმ. მისი თქმით, სააკაშვილს შეუძლია კვლავ წავიდეს ამერიკაში, ევროპაში და იკითხოს ლექციები. თუმცა იგი ურჩევს სააკაშვილს ბოდიში მოიხადოს და რუსეთში წავიდეს საცხოვრებლად. „რუსული მისთვის მშობლიური ენაა და სჯობს აქ განაგრძოს მოღვაწეობა“ -ხაზი გაუსვა ჟირინოვსკიმ.

banner
წინა სტატიაში“ქორწინებაზე საკონსტიტუციო ჩანაწერი “ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაა და „ოცნებას“ აქვს ვალდებულებაც, დაპირება შეასრულოს”
შემდეგი სტატიაკაჩინსკის თვითმფრინავის ნამსხვრევებში ტროტილის კვალი იყო