ჟირინოვსკი სტამბულის ატომური ბომბით განადგურებას სთავაზობს მთავრობას

რადიოკომპანია “ეხო მასკვის” ცნობით, რუსი პოლიტიკოსი ვლადიმირ ჟირინოვსკი მთავრობას თურქეთის ქალაქ სტამბულის სარაკეტო-ატომური იარაღით დაბომბვას სთავაზობს.
“სტამბულის განადგურება ძალიან ადვილია: საკმარისია ერთი ატომური ბომბი და მას ჩარეცხავს. ეს ასევე საშინელი დატბორვას გამოიწვევს, წყლის დონე 10-15 მეტრით მოიმატებს და ქალაქიც არ იქნება, იქ კი 9 მილიონი ცხოვრობს” – განაცხადა ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა.

ის ასევე თვლის, რომ თურქეთის უმაღლესი პირები, მათ შორის პრეზიდენტი, პრემიერი და გენშტაბის ხელმძღვანელი “შეშლილ მდგომარეობაში არიან”. “მათ არ იციან რა მოხდება. მათ ადგილას, მე ახლა თურქეთზე თავდასხმის შემეშინდებოდა. პრეზიდენტის ერთი სულელური მოქმედება და ქვეყანა შესაძლებელია საერთოდ აღარ იყოს” – განაცხადა ჟირინოსვკიმ.

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-24-ის სირიის საზღვარზე ჩამოგდების შემდეგ დაძაბულია.
თურქეთის განცხადებით, მათ 10-ჯერ გააფრთხილეს ეკიპაჟი, რომ თურქეთის საზღვარი დაეტოვებინა.
რუსული მხარე თურქეთის პოზიციას უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ტერორიზმის მსხვერპლებს პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიათურქეთმა რუსეთს ურჩია “ცეცხლთან არ ითამაშოს”