ჟირინოვსკი: სომხეთს თურქეთის წინააღმდეგ ომი უნდა დავაწყებინოთ…

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ ,,თურქეთი ნატოს და აშშ-ს ხელში ჯაჭვით მიბმული ძაღლია,, რომლის წინააღმდეგ სომხეთს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები და ეს თურქეთის წინააღმდეგ ომის დასაწყებად რუსეთმა უნდა გამოიყენოს…

,,თურქეთი, რომელიც ყოველთვის დასავლეთის მხარდამჭერი იყო და რუსეთს მტრობდა, განადგურებული იქნებოდა, რომ არა ბოლშევიკები, რომლებმაც ათათურქი ფულით და იარაღით მოამარაგეს… ახლა ეს ბოლშევიკები წითელ მოედანზე წვანან, ხოლო თურქები ჩვენს თვითმფრინავებს აგდებენ,, აღნიშნა ტელეეთერით ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.

,,ჩვენ არ დავუწყებთ თურქეთს ომს, მაგრამ თუ სომხეთს ვეტყვით, რომ მისი ტერიტორიების დასაბრუნებლად ომი დაიწყოს, ის ამას გააკეთებს… ის ამას აკეთებდა 1918 წელსაც, თუმცა რუსეთი მაშინ არ დაეხმარა სომხეთს,, აცხადებს ჟირინოვსკი რუსულ თოქ-შოუში მონაწილეობისას.

,,მომთაბარე თურქების დასამარცხებლად, რომლებსაც რუსეთის მეფეები ყოველთვის ახრჩობდნენ, ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, რადგან ისინი ყოველთვის რუსების მტრები იყვნენ… თუ ჩვენ დავეხმარებით და ვეტყვით ქურთებს, რომ ვაღიარებთ მათ დამოუკიდებლობას, ეს ხალხი, რომელიც 20 მილიონამდეა, ყველაფერს გააკეთებს და აღმოსავლეთ ანატოლია შეწყვეტს არსებობას,, განაცხადა რუს ლიბერალ-დემოკრატთა ლიდერმა.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშირუსების პირველი შურისძიება თურქებზე, სირიაში – დაღუპულია 7 ადამიანი (VIDEO)
შემდეგი სტატიარუსეთმა თურქულ ავტომობილებს ლარსი ჩაუკეტა…