ჟირინოვსკი: „მიმიფურთხებია სომხეთისთვის, ის ჩვენზე უარს არასოდეს იტყვის!“

ჟირინოვსკი: „მიმიფურთხებია სომხეთისთვის, ის ჩვენზე უარს არასოდეს იტყვის!“

jirinovski„სომხეთისთვის რუსული სამხედრო ბაზა ხსნა იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორი მხრიდან – თურქები და აზერბაიჯანელები ჰყავს“, – ამის შესახებ რუსმა პოლიტიკოსმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ რადიოპროგრამა «Вперёд»-ში განაცხადა.
„თუ მოგვაფურთხეს, ბაზას წავართმევთ. მუხლებზე დაეცემიან, რომ ბაზა დავუბრუნოთ… ამიტომ, სომხეთზე არ ღირს ნერვიულობა. ის არასოდეს იტყვის უარს ჩვენზე. მათი დასასრული მაშინ დადგება, როცა ჩვენზე უარს იტყვიან,” – აცხადებს ჟირინოვსკი, რომელიც დარწმუნებულია, სომხეთში რუსული სამხედრო ბაზა რომ არ იყოს, აზერბაიჯანი მთიან ყარაბახს მაშინ დაიბრუნებს, რაშიც თურქები დაეხმარებიან.
„სომხეთი ჯერ კიდევ ეკატერინე მეორემ გადაარჩინა, სამასი წლის წინ, მაშინ თურქები ავიწროვებდნენ. მათ უკვე მაშინ ჰქონდათ მიგრაციის პოლიტიკა – ყველასგან გათავისუფლებულიყვნენ. მცირერიცხოვან ხალხს კი ანადგურებდნენ. აი, ქურთებთან არ გამოუვუდათ იმიტომ, რომ ისინი ძალიან ბევრი არიან,” – ამბობს ჟირინოვსკი.
ჟურნალისტის თხოვნაზე, სომხეთში უკანასკნელ დღეებში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გაეკეთებინა, პოლიტიკოსმა განაცხადა: „მიმიფურთხებია სომხეთისთვის… რა არის ხალხისთვის სომხეთი? იქ პერიოდულად სულ იქნება გამოსვლები. პატარა ქვეყანაა, მთიანი, მთებს შორის არის მიყუჟული აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, არანაირი პერსპექტივა არ აქვს, არანაირი ეკონომიკა. მხოლოდ მილიონი სომეხია დარჩენილი. მსოფლიოში კი, სულ 6 მილიონია. ყველანი გაიქცნენ. ლიბანი, ირანი, რუსეთი, საფრანგეთი, შტატები – მთელ მსოფლიოში სეირნობენ იმიტომ, რომ სომხეთში ყველგან მთაა და ვერსად იცხოვრებენ. ბუნებრივია, სხვადასხვა დაჯგუფება ერთმანეთს სიბინძურეებს გაუკეთებს.“

banner
წინა სტატიაშითურქეთმა გიულენის ექსტრადაციის მოთხოვნა აშშ-ს კიდევ ერთხელ გაუგზავნა
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე : თბილისის მერიის ხელმძღვანელობაში უშიშროების კადრების დანიშვნა სახიფათოა