ჟირინოვსკი: არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის მომხრეებმა რუსთავის ციხე ძალისმიერი გზით დაიკავონ და სააკაშვილი გაათავისუფლონ (ვიდეო)

„არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის მომხრეებმა რუსთავის ციხე ძალისმიერი გზით დაიკავონ და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ“, – ამის შესახებ რუსეთის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ვლადიმირ სოლოვიოვის საავტორო გადაცემაში განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მტერია. საქართველო დღეს ურთულეს მდგომარეობაშია და დაშლის პროცესშია. სააკაშვილის გათავისუფლებას ოპოზიცია ძალისმიერი გზით შეეცდება. სააკაშვილის და ოპოზიციის ცენტრი იქნება ბათუმში, იქვეა თურქეთი და თურქული ძალები, რომლებიც გადაცმულები იქნებიან ქართული ჯარის ფორმაში, შეუტევენ ფოთს, ქუთაისს და თბილისს. ამის გამო საქართველოსგან არაფერი დარჩება, თუმცა, საქართველოს რაღაცა მცირე ნაწილი შეიძლება შევიდეს ნატოში, ანუ საუბარია კავკასიის დიდ ომზე“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

 

https://youtu.be/sbVAn7udauE

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური კორპუსის ჩამონგრევის გამო, ბათუმში მიემგზავრება
შემდეგი სტატიაDRI: სააკაშვილის საქმეზე დაკავებულების ბრალი პოლიტიკური ხასიათისაა