ჟინვალთან სატვირთო ავტომობილი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

ჟინვალთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის მეორე მხარეს გადავიდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზილფიმიანს გულზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში – არის მსხვერპლი