ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი და მძღოლი ჩავარდა

ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი ჩავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულნი არიან მაშველები და მყვინთავები. უწყების განმარტებით, მყვინთავები წყალში უკვე ჩავიდნენ და დაწყებულია სამაშველო ოპერაცია. წყალსაცავის სიღრმე რამდენიმე ათეული მეტრია, ადგილი სპეციფიურია, გადის გაყვანილობები და ტურბინები და არსებობს გარკვეული რისკები.

ჟინვალჰესში ჩავარდნილი მამაკაცი 60 წლამდე ასაკისაა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – არჩევნების თარიღთან დაკავშირებით სკანდალური დღის წესრიგის შექმნა არასწორია
შემდეგი სტატიარუსეთი მზად არის ლიბიის აღმშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა