26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ჩამოსული მიწის მასის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანახმად, მიზეზი ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსული მიწა გახდა.

კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

banner
წინა სტატიაში29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
შემდეგი სტატიასაქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა და თხრილში გადავარდა