ჟიგიმანტას პავილიონისი – როდესაც „ქართული ოცნება“ გეუბნებათ, რომ გაწევრიანებას უზრუნველყოფენ, ისინი უბრალოდ ცრუობენ

„უნდა გესმოდეთ, თუკი გსურთ შეხვიდეთ ევროკავშირში, ეს არის უდიდესი გამოცდა ქვეყნისთვის. არა მხოლოდ ევროპული საბჭოა, ევროკომისიაა, ევროპარლამენტია, ეს არის ყველა და თითოეულ მთავრობა, ყველა და თითოეული პარლამენტი, პარლამენტის შიგნითაც კონკრეტული კომიტეტები, რომლებმაც უნდა მისცენ ხმა და თქვან „დიახ“. თქვენ აქ გყავთ, სულ მცირე, 8 პარლამენტი და ჩვენ, ფაქტობრივად, წარმოვადგენთ 19 პარლამენტს, რომლებმაც ხელი მოაწერეს საერთო დეკლარაციას.

გახსოვდეთ, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის მთავრობათაშორისო კონფერენცია. ერთი ვეტო საკმარისია პროგრესის შესაჩერებლად. ასე რომ, როდესაც თქვენი „ქართული ოცნება“ გეუბნებათ, რომ ისინი გაწევრიანებას უზრუნველყოფენ, ისინი უბრალოდ ცრუობენ“, – აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

banner
წინა სტატიაშიროთი: ესმის ის, რომ ადამიანები დაუცველად გრძნობენ თავს, განსაკუთრებით თქვენს ქვეყანაში, რადგან თქვენი ტერიტორიების 20 პროცენტი რუსული ოკუპაციის ქვეშ გახლავთ
შემდეგი სტატიაISFED-ის ახალი კვლევა – ცესკოს რეპუტაციის დაზიანების მორიგი მცდელობა