„ქართული კოშმარი“ ახლა ყველაზე ცუდებთან შეჯიბრში იღებს მონაწილეობას, ეს უკუმიმართულებაა. ევროკავშირში მოხვედრის შანსიც კი არ არსებობს, მხოლოდ საუკეთესოები შევლენ იქ, ესენი საუკეთესოები არ არიან, ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა.
“შეხედეთ ისტორიას. 1997 წლის ლიეტუვა მეტ-ნაკლებად საქართველოსავით იყო. ბრიუსელს არ ვუსმენდით: “ოჰ, ეს ევროპელები, სუვერენული უფლებები”. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში არ მოგვიწვიეს, მხოლოდ ესტონეთი მიიწვიეს. ორი წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ევროპული საბჭო დაგვერწმუნებინა ამის გაკეთებაში.
შემდეგ იყო “რეგატა” [მიდგომა], დავიწყეთ მოლაპარაკებები. მაგრამ შემდეგ რუმინელები და ბულგარელები გამოჩნდნენ, ისინი მოგვიანებით შემოგვიერთდნენ. მსგავსი შინაარსის ისტორია აქვს სლოვაკეთსაც.
ევროკავშირში წევრობა მხოლოდ საუკეთესოს შეუძლია. სხვებს უნდა შეეჯიბრო, უნდა დაარწმუნო ყველა ბიუროკრატი ევროკომისიაში, ყველა კომისია, ყველა ქვეყანა. ეს რთულია, ეს მთავრობათაშორისი კონფერენციაა, ერთი პატარა მინიშნება და გაგაგდებენ, გაგაგდებენ.
ასე რომ, “ქართული კოშმარი” ახლა ყველაზე ცუდებთან შეჯიბრში იღებს მონაწილეობას. გამიგია, რომ უნგრეთი ცდილობს მსგავსი კანონის მიღებას, გამიგია, რომ ყირგიზეთმა მიიღო ცოტა ხნის წინ. ეს უკუმიმართულებაა. ევროკავშირში მოხვედრის შანსიც კი არ არსებობს, მხოლოდ საუკეთესოები შევლენ იქ, ესენი საუკეთესოები არ არიან”, – განაცხადა პავილიონისმა.