ჟიგიმანტას პავილიონისი აშშ-ის სახელწმიფო მდივანს, ენთონი ბლინკენს მოუწოდებს, ყურადღება დაუთმოს ნიკა მელიას წინააღმდეგ აგრესიულ და ავტოკრატიულ ტონს

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ჟიგიმანტას პავილიონისი აშშ-ის სახელწმიფო მდივანს, ენთონი ბლინკენს მოუწოდებს, ყურადღება დაუთმოს ნიკა მელიას წინააღმდეგ აგრესიულ და ავტოკრატიულ ტონს. შესაბამისი განცხადება ჟიგიმანტას პავილიონისმა სოციალურ ქსელ, „ტვიტერში“ გაავრცელა.

„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ (გარდა „ქართული ოცნებისა“) დღეს საჯაროდ განაცხადა თავისი გულწრფელი ვალდებულება მშვიდობიანი დიალოგის შესახებ. ტრანსატლანტიკური დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებამ, მდივანმა ბლინკენმა ყურადღება უნდა დაუთმოს აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონს და შესაძლო ქმედებებს ქართული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ”, – განაცხადა პავილიონისმა.

შეგახსენებთ, ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გუშინ საქართველოში შეხვედრები გამართა. ჟიგიმანტას პავილიონისი შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ ვითარებაზე ერთმანეთს ხედვები გაუზიარეს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა დავუშვით
შემდეგი სტატიამომავალი კვირიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გეგმური ოპერაციების დაფინანსება განახლდება