ჟერარ დეპარდიეს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს

  პარიზის პროკურატურამ ფრანგი მსახიობის ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ სარჩელის განხილვა დაიწყო.
22 წლის ფრანგი მსახიობი, რომლის სახელიც არ სახელდება, მსახიობს ბრალს გაუპატიურებაში სდებს.
ახალგაზრდა მსახიობი ქალის ბრალდებას ცნობილი ფრანგი მსახიობი კატეგორიულად უარყოფს.
  ,,ეს ბრალდება ეწინააღმდეგება იმას, ვინც თვითონ არის და იმას, რასაც პატივს სცემს”-აცხადებს ჟერარ დეპარდიეს ადვოკატი. ადვოკატის თქმით, დეპარდიე ადასტურებს,რომ ის ახალგაზრდა მსახიობს იცნობს, თუმცა  მისი მისამართით ნებისმიერი სახის აგრესიას და ძალადობას უარყოფს.
 ფრანგული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ორ ინციდენტზე საუბრობს, რომელიც პარიზში აგვისტოში, რეპეტიციის დროს მოხდა.
banner
წინა სტატიაშიტერეზა მეის მკვლელობის დაგეგმისთვის მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 
შემდეგი სტატიააშშ-ში პუტინზე ელცინის და კლინტონის გაშიფრული საუბარი გამოაქვეყნეს