ჟენევის სასამართლო ბიძინა ივანიშვილის საქმის განხილვას იწყებს

ჟენევის სასამართლო დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საქმის განხილვას იწყებს.
შვეიცარიულ ბანკ “კრედიტსვისს” საქართველოს ყოფილი პრემიერი და რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი წევრი ვიტალი მალკინი ქონების გაფლანგვას ედავებიან.
ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ბანკმა მისი რამდენიმე მილიონი წამგებიან ბიზნესში ჩადო, რითაც დააზარალა. თავად ბანკირი კი ამტკიცებს, რომ ყველა ოპერაციას მის კლიენტთან – ბიძინა ივანიშვილთან ათანხმებდა და ოპერაციების დროს ფული”გაზპრომის” მაღალჩინოსნებთან მიდიოდა.
შვეიცარიული პრესის ინფორმაციით, ივანიშვილის საქმეზე სასამართლოს სხდომა იმდენად მასშტაბური იქნება, რომ ექსპრემიერმა პროცესზე უამრავი ადვოკატი მიავლინა და ამის გამო, ჟენევის სასამართლოს ისტორიული დარბაზი დროებით გადააკეთეს კიდეც.

banner
წინა სტატიაშიფულზე და მხოლოდ ფულზე მაფიქრალი მთავრობა იმ ტოტს ჭრის, რაზეც ზის
შემდეგი სტატიაგელოვანის გამზირზე მიკროავტობუსი დაიწვა