ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხვალ გაიმართება

news
ავტ.: news ოქტომბერი 8, 2019 13:42

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხვალ გაიმართება

ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდისგან ველოდებით იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვაქვს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, ზვიად ზვიადაძემ განაცხადა.

„ამ რაუნდისგან ველოდებით იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვაქვს. უმთავრესი პრობლემა, რაც ამ დროისთვის ადგილზე მოსახლეობას აწუხებს, ეს არის ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ასევე, განხილული იქნება დევნილთა დაბრუნების საკითხი. პირველ სამუშაო ჯგუფში აუცილებლად დადგება ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების საკითხი.

ყველაფერ ამაზე ველოდებით კონსტრუქციულ სამუშაო გარემოს და იმედი გვაქვს, გადაწყვეტილებები იქნება მიღებული იმ ხალხის სასარგებლოდ, ვინც იქ ცხოვრობს“, – განაცხადა ზვიადაძემ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხვალ გაიმართება.

news
ავტ.: news ოქტომბერი 8, 2019 13:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,248
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics