ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება იქნება მიღწეული

გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა

„კომერსანტთან“ საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი იმედს გამოთქვამს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება იქნება მიღწეული. კარასინის თქმით, პროგრესი ამ კუთხით წინა შეხვედრაზე იყო მიღწეული, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გაიმართა.

გრიგორი კარასინის თქმით, ზეპირი დეკლარაცია ნეიტრალური ხასიათის იქნება, ანუ მასში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი ნახსენები არ იქნება. „ჟენევის დისკუსიების მონაწილეები უბრალოდ განაცხადებენ ერთმანეთთან მიმართებაში ძალის გამოუყენებლობაზე. ამას იურიდიულად სავალდებულო ხასიათი არ ექნება, თუმცა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება“, – აღნიშნა კარასინმა.

banner
წინა სტატიაშიქუვეითის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოასვენეს