ჟენევის ავტოსალონი 2018: ავტოინდუსტრიის მომავალი და ნოსტალგია

ჟენევის 88-ე ავტოსალონი 6 მარტს მხოლოდ ჟურნალისტებისთვის იყო ღია, ხუთშაბათს, 8 მარტს კი მსოფლიო ავტოწარმოების სიახლეების ნახვა უკვე ავტომოყვარულებსაც შეეძლოთ. ავტოსალონის ერთ-ერთი ტრენდი რემინისცენციები გახდა – წამყვანი კომპანიების მიერ თავიანთი წარმატებული მოდელების წარმოჩენა რეტრო დიზაინით და სერიული მოდელებით.

Jeep-მა ახალი მოდელი Renegade აჩვენა, გვერდით გამოფენილი იყო 1941 წლის Willis, Ford-მა Mustang Bullitt-ის პრემიერა ფილმ “ბულიტის” 50 წლის იუბილეს დაამთხვია, ფილმში პოლიციის ინსპექტორი ბულიტი მუსტანგით დადის.
Micro Mobility Systems-მა, შვედურმა კომპანიამ ცნობილი BMW Isetta-ს რეპლიკა წარმოადგინა – კონცეპცია Microlino, მისი სიგრძე 2,4 მეტრია, მაქსიმალური სიჩქარე კი 90კმ/სთ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ინჟინერული ხედვის ახალი ტენდენციები, რომელიც ავტოწამოების მომავლის განმსაზღვრელი იქნება. ფოტოები ავტოსალონიდან “ბიბისიმ” გაავრცელა.

 

 

banner
წინა სტატიაშიმამუკა ჩოჩიას მძარცველებმა თიბისი ფეის 200.000 ლარი წაართვეს
შემდეგი სტატიაბალტიის ქვეყნები პოლონეთის წინააღმდეგ სანქციებს აპროტესტებენ