6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ჟენევაში სამმხრივ ფორმატში – უკრაინის, აშშ-ს და რუსეთის მოლაპარაკებები დაიწყო

ჟენევაში სამმხრივ ფორმატში ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო. 

“ვიწყებთ მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს სამმხრივ ფორმატში – უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსეთი”,_  აღნიშნა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის დელეგაციას, რომელიც ჟენევაში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა, შეუერთდნენ ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ევროპაში, ალექსუს გრინკევიჩი და არმიის მდივანი დენ დრისკოლი.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება. მან დასძინა, რომ მომლაპარაკებლები  18 თებერვალს, გააგრძელებენ მუშაობას და დასძინა, რომ დღევანდელი შეხვედრებიდან სიახლეებს არ უნდა ველოდოთ.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ხელისუფლება აღარ არის ვაშინგტონისთვის სანდო პარტნიორი”-იან კელი
შემდეგი სტატია“არ ესმით რას ანადგურებენ”- ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულების განცხადება