ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნეს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნეს და რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა გაიმართა აშშ-ს წარმომადგენლებთანაც. ისაუბრეს ცხინვალში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზეც, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში რუსეთის შეიარაღებაზე.თანათავმჯდომარეებს მიეწოდათ ინფორმაცია აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის თაობაზეც.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატია(FOTO) გიორგი კვირიკაშვილმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ბრიუსელში საზეიმო მიღება გამართა