ჟენევაში პუტინ-ბაიდენის მოლაპარაკებები დასრულდა

ჟენევაში, ლა გრანჟში დღეს, 16 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ, ასევე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრი სერგეი ლავროვი.
სამიტის პირველი რაუნდი ვიწრო ფორმატში ჩატარდა და დაგეგმილზე ნახევარი საათით მეტი ხანი გაგრძელდა, სულ საათი და 15 წუთი.

შეხვედრის მეორე რაუნდი გაფართოვებული შემადგენლობით გაიმართა, მასში ორი ქვეყნის ლიდერების გარდა საგარეო უწყებების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. ვიწრო ფორმატის შეხვედრისგან განსხვავებით, გაფართოვებული შეხვედრა ღია კარებს მიღმა გაიმართა, ჟურნალისტებს პროტოკოლის მიხედვით გათვალისწინებულ ნაწილშიც არ გაუღეს კარი.

ჯამში მოლაპაარკებები ნაკლები ხანი გაგრძელდა, ვიდრე პროგრამით იყო დაგეგმილი – ოთხ საათზე ნაკლები. პროგრამით გათვალისწინებული იყო 4-5 საათი.

banner
წინა სტატიაშიმეტრეველის ქუჩის N1-ში ავარიული შენობის გამაგრება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპუტინმა თქვა, რომ ბაიდენმა მას აუხსნა, თუ რატომ უწოდა მკვლელი