“ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ “28-პუნქტიანი გეგმა” შემცირებულია” – ზელენსკი

ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მოლაპარაკებები “კონსტრუქციულად” შეაფასეს. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ დისკუსიების შედეგად აშშ-მ და უკრაინამ “განახლებული და დახვეწილი” დოკუმენტი შეიმუშავეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ს “28-პუნქტიან გეგმაში” აღარ არსებობს იმდენი პუნქტი, რამდენიც თავდაპირველად იყო. ზელენსკიმ დაამატა, რომ ამის სანაცვლოდ სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში მრავალი “სწორი ელემენტის” გათვალისწინება მოხდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ “სენსიტიურ საკითხებს” პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირადად განიხილავს. “უკრაინა არასდროს იქნება დაბრკოლება მშვიდობის გზაზე,” – ამბობს ზელენსკი.

“ყველა ჩვენგანისთვის ჯერ ჯერ კიდევ სამუშაო რჩება, რათა მოხდეს დოკუმენტზე საბოლოოდ შეთანხმება და ჩვენ ყველაფერი ღირსებით უნდა გავაკეთოთ. ვაფასებთ, რომ მსოფლიოს უმეტესობა მზადაა ჩვენს დასახმარებლად და ამერიკული მხარე ამას კონსტრუქციულად უდგება.” – დაწერა ზელენსკიმ.

ჟენევაში მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. მანვე მიუთითა, რომ მხარეებმა სამშვიდობო წინადადებაში პოტენციური სადავო პუნქტები განსაზღვრეს.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” დეპუტატი ბოჟაძე: “არც ერთი ადამიანი არ უცემიათ”
შემდეგი სტატიადაპირისპირება ბათუში – ადგილობრივები სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებენ