ჟენევამ თავდასხმის საშიშროების მაღალი დონე გამოაცხადა

ჟენევამ თავდასხმის საშიშროების მაღალი დონე გამოაცხადა

ჟენევამ თავდასხმის საშიშროების მაღალი დონე გამოაცხადაშვეიცარიის პოლიციამ ჟენევაში თავდასხმის საშიშროების მაღალი დონე გამოაცხადა იმ ეჭვმიტანილების გამო, რომლებიც პარიზის ტერაქტებში მონაწილეობდნენ.
მათი მონაცემებით, საშიშროების დონის მომატება იმ ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, რომლის მიხედვითაც ეჭვმიატნილები ქალაქის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
სამართალდამცველები მათ ადგილმდებარეობას არკვევენ.

როგორც ქალაქის უსაფრთხოების დეპარატმენტში აცხადებენ, ქუჩებში უსაფრთხოების მიზნით გაძლიერებულია პატრულირება.
შვეიცარიის მთავრობა ოთხ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს, რომლებიც სავარაუდოდ პარიზის ტერაქტებში მონაწილეობდნენ.
14 ნოემბერს აფეთქებების სერიამ პარიზში 130 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 400-მდე კი მძიმედ დაშავდა. მომხდარის გამო პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

banner
წინა სტატიაში“პროვოკაციული აქტი” – საგარეო უწყება რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება
შემდეგი სტატიაისრაელის პრემიერის ძაღლმა სტუმრები დაკბინა