ჟან-კლოდ იუნკერი: საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება

საქართველოს ვიზალიბერალზიაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, “საქართველოს ვიზალიბერალზიაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება. მე შევხვდები თურქეთის პრემიერ-მინისტრს, შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გავმართავ მოლაპრაკებებს. შემიძლია, კიდევ ერთხელ დავარწმუნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საკანონმდებლო ინიციტივა ქართველი ხალხის მიმართ სამართლიანია. ევროკომისიამ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა”, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.

აღნიშნული განცხადება ჟან კლოდ იუნკერმა საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის კითხვის პასუხად გააკეთა. გიორგი კანდელაკმა ევროკომისიის პრეზიდნეტს ჰკითხა, ხომ არ დაემატება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთანხმებას ახალი პირობები.

“მე საქართველოში მთავარ ოპოზიციურ პარტიას წარმოვადგენ. ოპოზოცია მხარს უჭერს საქართველოსთვის უვიზორ რეჟიმის მინიჭებას ამ ზაფხულს. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებას ახალი პირობები დაემატოს . მსურს გამოვხატო იმედი, რომ ქართველი ხალხი მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების გამო არ დაისჯება”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაში(video) უკრაინადან ქართველი “კანონიერი ქურდი” გამოაძევეს
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: ჟან-კლოდ იუნკერის განცხადება ძალიან ნათელი და გარკვეული იყო