ჟან-კლოდ იუნკერი: ევროკავშირსა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთანხმება შესაძლოა ჩაიშალოს

ევროკავშირსა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმება შესაძლოა, ჩაიშალოს, თუ ანკარა ყველა ვალდებულებას არ შეასრულებს. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.

“მიგვაჩნია მნიშვნელოვნად ყველა პირობის შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირსა და თურქეთს შორის შეთანხმება არ ამოქმედდება”, – განაცხადა იუნკერმა.

იუნკერის თქმით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებისათვის პრიორიტეტულია თურქეთის ანტიტერორიტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საკითხი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ანტიტერორისტული კანონის შეცვლაზე უარს აცხადებს.

“თუ პრეზიდენტი ერდოღანი გადაწყვეტს, არ მისცეს თურქეთის მოქალაქეებს საშუალება, თავისუფლად იმოგზაურონ ევროპაში, მან ეს გადაწყვეტილება თურქ ხალხს თავად უნდა აუხსნას. ეს ჩემი პრობლემა არ არის, ეს მისი პრობლემაა”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

12 მაისს თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებში მინისტრმა ვოლკან ბოზკირმა განაცხადა, რომ ანკარა სავიზო რეჟიმის გაუქმების იმედს კარგავს. ბოზკირის აზრით, თურქეთმა საკმარისი გააკეთა უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: ხალხმა გადაწყვიტოს ჩაშალეს თუ არა ჩემი გამოსვლა სპეციალურად
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: ყველამ უნდა ისწავლოს სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ პატივისცემა და მორჩილება