ჟან-კლოდ იუნკერი: ძლიერი ევროკავშირი ნიშნავს ძლიერ ნატო-ს და ძლიერი ნატო ნიშნავს ძლიერ ევროკავშირს

ჩვენს მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია არის მკაფიო სიგნალი – ძლიერი ევროკავშირი ნიშნავს ძლიერ ნატო-ს და ძლიერი ნატო ნიშნავს ძლიერ ევროკავშირს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ნატო-ს დეკალარაციის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, ევროკავშირი სრულად შეასრულებს თავის ვალდებულებებს.

„ჩვენი ქმედებები, ჩვენი რესურსები ავსებს ერთმანეთს. თუმცა დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ უფრ მეტი გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ეს არის ის სფერო, სადაც ევროკავშირი უნდ იყოს ამბიციური. გასულ კვირას ფედერიკა მოგერინიმ წარადგინა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გლობალური სტრატეგია, რაც ჩვენი პოლიტიკური ამბიციის მკაფიო დადასტურებაა. ევროკავშირი სრულად შეასრულებს თავის ვალდებულებებს. ბოლო 18 თვის განმავლობაში ჩვენ უკვე ბევრი გავაკეთეთ, ჩვენი სამუშაო გრძელდება. მიდმინარე წლის აპრილში ჩვენ დავიწყეთ ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირების ჩვენი სტრატეგია, რაც მსოფლოს ცვლილების აღმნიშვნელია, როდესაც სამხედრო საფრთხე მრავალ საფრთხეს შორის მხოლოდ ერთ-ერთია. ევროკავშირი თანამშრომლობს ნატო-სთან განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეების გამოვლენის კუთხით”, – განაცხადა იუნკერმა.

მისივე თქმით, ძლიერი ევროპული თავდაცვა ითხოვს ძლიერ თავდაცვით ინდუსტრიას.

„ეს შესაძლებელია მხოლოდ წევრი ქვეყნების ხელშეწყობით. მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ გამოვაქვყნებთ ჩვენი თავდაცვის სამოქმედო გეგმას, რომელიც თავს მოუყრის ყველა ინსტრუმენტს, რომლის შეთავაზებაც ევროკავშირს შეუძლია”, – აღნიშნა იუნკერმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკალარაციას მოაწერეს ხელი.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს პრობლემების მოგვარება NATO-ს წევრობაში კი არა, უბლოკო სტატუსის გამოცხადებაშია”
შემდეგი სტატიათბილისის მერიის საფინანსო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს