ზღვის უბანში საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გაეცნო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თემქის ხევში, ახალი საქალაქო პარკის პროექტის ფარგლებში მედიათეკის მშენებლობაც დაიწყო. ასევე მიმდინარეობს დაჭაობებული გრუნტის გამოცვლა და საფეხმავლო ბილიკების წინამოსამზადებელი სამუშაოები.

პროექტს, დღეს, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გაეცნო.

მისი თქმით, დაახლოებით 22 ჰექტარ ფართობზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები, დღეს, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მოინახულა.

„აქ გავლაც კი შეუძლებელი იყო. ამჟამად კი, სხვადასხვა მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები და მედიათეკის მშენებლობა მიმდინარეობს. დაახლოებით წელიწად-ნახევარში სრულიად ახალი პარკი ჩაბარდება დედაქალაქს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ზღვის უბნის ახალ პარკში, რომლის ფართობიც 22 ჰექტრამდეა, მოეწყობა სკეიტ პარკი, სარბენი, სასეირნო და საველოსიპედე ბილიკები, სპორტული და საბავშვო მოედნები, კაფე, ბელვედერი, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე და ურბანული მებაღეობის ზონა, ორი ხელოვნური ტბა, განათების სისტემა, სარწყავი სისტემა და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა.

ტერიტორიაზე დაგეგმილია 4764 ძირი ხის, 820 ბალახოვანი მცენარისა და 4640 ძირი ბუჩქის დარგვა. 55 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება ბალახიც.
სამუშაოებს ასევე გაეცნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.

banner
წინა სტატიაში“დროა დავფიქრდეთ, სად ვდგავართ და სად ვიქნებით ხვალ?!”
შემდეგი სტატიავაშაძე: . ამაზრზენი და მიუღებელია, როცა ძალოვან უწყებებს არანაირი დავალება არ აქვთ მიღებული, ძალადობა აღკვეთონ