ზღვის კატა რუსეთიდან საქართველოში გამოიქცა

ფოთთან ზღვის კატა მიშა იპოვეს, რომელიც ანაპის დელფინარიუმიდან გამოიქცა. გაწვრთნილი კატა ანაპაში 2016 წლის ზამთარში მომხდარი შტორმისას გაიქცა. მაშინ დელფინარიუმის დირექცია განიცდიდა, რომ კატა პატარაა იმისთვის, რომ გადარჩენილიყო. ის ჯერ აფხაზეთის სანაპიროზე იპოვეს, მაგრამ იქიდანაც გაუჩინარდა.
თევზჭერისა და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ გუჩმანიზემ განაცხადა. მისი თქმით, შავ ზღვაში მხოლოდ ერთი სახეობის კატები ცხოვრობენ, მიშა კი, სხვა ჯიშს ეკუთვნის. უახლოეს დღეებში სააგენტო კატის შესასწავლად ექსპედიციას გააგზავნის – რუსული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის კოსმოსური სადგურის გამოყენება გაეროს წევრ ყველა ქვეყანას შეუძლია
შემდეგი სტატიააშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს არ გამოაცხადებს