ზღვაში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ცხედარი თურქმა მაშველებმა დღეს იპოვეს

თურქეთში, ზღვაში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ცხედარი თურქმა მაშველებმა დღეს დილით იპოვეს. როგორც ირკვევა, გუშინ საქართველოს მოქალაქე 28 წლის არჩილ ყურშუბაძე ზღვაში შევიდა, თუმცა სანაპიროზე გამოსვლა ვერ შეძლო. ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ თურქ მაშველებს სანაპიროზე მყოფმა სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა შეატყობინეს.

არჩილ ყურშუბაძე სატვირთო ავტომობილის მძღოლი იყო, იგი თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრაობდა, დაბა ქემალფაშაში ტრანსპორტი გააჩერა და ზღვაში შევიდა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში თურქული მხარის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ზღვაში სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდნენ.

თურქეთში ამ დროისათვის იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. მოგვიანებით არჩილ ყურშუბაძის გადმოსვენების პროცედურები დაიწყება.

banner
წინა სტატიაშისოფელ კახათში სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს
შემდეგი სტატიარუსეთში საპროტესტო აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს