ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოები ჰაერიდან გრძელდება- თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსი

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა სერგო ძაგნიძემ გაზეთ ”კვირის პალიტრისთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ წვრთნების დროს დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება.
”სამძებრო სამუშაოებში გამოვიყენეთ ყველა რესურსი, მაგრამ ამაოდ. ამიტომაც სიღრმეში ძებნა არალოგიკურად მივიჩნიეთ და ზემოდან ვაკონტროლებთ აკვატორიას. მთელი ბათუმი ხედავს, რომ ზღვის თავზე ყოველდღე შვეულმფრენი დაფრინავს… სადაც მსოფლიოში საუკეთესოდ აღჭურვილი თურქული გემი ვერაფერს გახდა, რისი იმედი უნდა გვქონდეს? ამ საქმეში ჩართული იყო ყველა მყვინთავი, გავითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია”- განაცხადა სერგო ძაგნიძემ.

ძაგნიძემ ასევე აღნიშნა, რომ უწყება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. მანამდე კი მინისტრის ბრძანებით, ახალი ნორმატიული ბაზის შემუშავებამდე სასწავლო საწვრთნელი სამუშაოები შეჩერებულია.

როგორც თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა განაცხადა, ეს არ იყო ხარვეზი არამედ დანაშაული იყო, რის გამოც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რაც გულისხმობს ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

შეგახსნებთ, რომ აგვისტოში სასწავლო წვრთნების დროს, ზღვაში ორი ჯარისკაცი – იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგა.

banner
წინა სტატიაში” ნუ გვაყენებთ შეურაცხყოფას რუსული ნარატივით ღვინოსა და ტაშ-ფანდურზე, ეს არ გეკადრებათ!”
შემდეგი სტატიამაია რჩეულიშვილი სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება