ზღვარგადასული მარგინალების ოცკაციანი ბანდის პროტესტი – რიჟვაძე ბათუმის აქციაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სახლთან მიმდინარე პროტესტს სამარცხვინო, იქ შეკრებილ მოქალაქეებს კი ოცკაციანი ბანდა უწოდა. ამ განცხადებით დაიწყო დღეს მან აქციის ფონზე მიმდინარე მთავრობის სხდომა.

“რადგან გუშინ ერთი რიგითი წესიერი ბათუმელიც შეწუხდა. ეგრეთწოდებული მარგინალების ზღვარგადასული ე.წ. პროტესტით, თავს ვალდებულად მივიჩნევ ამ ოცკაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული ბელადი არ ღირს, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა”, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა “შახე შეინარჩუნონ” ისე, რომ მეზობლის მისალმება არ შერცხვეთ და მშობლებმა შვილებს არ უთხრან “ასეთები არ გაიზარდოთო”.

აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი ამ დროისთვისაც გრძელდება. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. პოლიციამ 5-მდე აქტივისტი დააკავა. მოსახლეობა არჩევნების გაყალბებას უკვე ერთი თვეა აპროტესტებს, ისინი რიჟვაძისგან კითხვებზე პასუხების გაცემას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში​ მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ანა მიქელაძე თანამდებობას ტოვებს