ზღვაიას დასახლება შველას ითხოვს!

წალენჯიხის სააქციო საზოგადოება ზღვაია, რომელიც ქალაქ წალენჯიხის ადმინისტრაციულ ერთეულს ეუთვნის, რაიონული ცენტრიდან 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, დასახლება ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი სამაგალითო აგროსამრეწველო კომბინატი. 90-იანი წლების მოვლენების შემდგომ კი, განადგურდა და გაპარტახდა – მოიშალა ინფრა სტრუქტურა, ჩაკვდა კულტურული და სპორტული ცხოვრება. დღეს აქ მცხოვრები მოსახლეობა მთავრობისგან მეტ ყურადღებასა და ელემენტარული ცხოვრების პირობების შექმნას ითხოვს.
არსებობს საშიშროება, რომ მალე, უგზოობის გამო, საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, ასევე, ტაქსებმა მგზავრების დასახლებამდე გადაყვანაზე უარი თქვან. აღსანშნავია, რომ დასახლებაში არაა წყალი. მოსახლეობის 90 პროცენტი კი დაუსაქმებელია, თუმცა ბევრი პრობლემებზე საუბარისგან თავს იკავებს და იმედოვნებს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულდება. „წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად ვართ, პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართოთ,“ – ამბობენ ადგილობრივები.

წყარო”ჯიხა”

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი: „დიდგორის ბრძოლა კი არა, ლავროვის ნასუფრალი არ ეღირსება ამ ქვეყანას თქვენს ხელში!“
შემდეგი სტატიათეონა ჭალიძე: „გამოვდივარ ინიციატივით გადაიხედოს ყოფილი პარლამენტარებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი“