ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებაზე ბაჩანა შენგელია სამშაბათს გამოიკითხება

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის პერსონალზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებაზე ბაჩანა შენგელია სამშაბათს გამოიკითხება.

“შენგელიას, პროკურატურაში შემოტანილი განცხადების საფუძველზე გენერალური პროკურატურიდან დღეს დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ ზუგდიდიდან თბილისში ჩამოსვლას და პროკურატურაში გამოცხადებას სამშაბათამდე ვერ შეძლებს.

ბაჩანა შენგელიამ საქართველოს პროკურატურას გუშინ, 19 დეკემბერს მომართა და მის განცხადებაში დასახელებული გარემოებების და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაში“დაუშვებელია ამდაგვარი კომენტარების გაკეთება ნინო ანანიაშვილზე”- ნინო სუხიშვილი
შემდეგი სტატიაზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა, ხუთი წლით გაგრძელდეს