ზეწოლა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე – ია კერზაიას ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს

ზეწოლა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე – ია კერზაიას ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

კერზაიას შვილი შვილი, ბაჩანა შენგელია სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის შვილი, ნინო ლომჯარიას საქმის პირად კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდებს და ია კერზაიაზე განხორციელებულ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

შენგელია პროკურატურისგან საქმის დროულ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

ია კერზაია 2 დღის წინ გარდაიცვალა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„სახალხო დამცველს ჩვენ უკვე მივმართეთ. დედაჩემმა წერილობით მიმართა, მან მოასწრო სიცოცხლეშივე მიემართა წერილობით, რომ დისკრიმინაციის ფაქტზე დაეწყო მოკვლევა და განეხორციელებინა შესაბამისი რეაგირება, მეც ვთხოვ, რომ ეს საქმე აიყვანოს კონტროლზე, ეს საქმე მაქსიმალურად დეტალურად იქნეს დადგენილი. პროკურატურას მოვუწოდებ ყველა მონაწილის დასჯას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სადისტურ აქტში,“-განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

banner
წინა სტატიაშისანამ მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, თბილისელების ძარცვას გააგრძელებენ – ენმ საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატებს ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიათბილისსა და ზუგდიდში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამატებით 10 ადგილზე ამოქმედდა