ზეწოლა “TV პირველზე” – ირაკლი კობახიძე “ენმ”-ის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას ეხმაურება.

„ენმ“ “TV პირველზე” განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და ალექსანდრე ჯეჯელავას და დიმიტრი ქუმსიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

პარლამენტის თავმჯდომარე „ენმ“-ის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან „TV პირველზე“ განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომელიც გაჟღერდა, მე ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, შესაბამისად, მე რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ მედიის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.

„მედია პლურალიზმი არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და შესაბამისად, ის, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. დაუშვებელია, ზოგადად, რა თქმა უნდა, ის, რომ ვინმე ჩაერიოს რაიმე ფორმით, პოლიტიკურ ჩარევას ვგულისხმობ კერძო მედია მაუწყებლობის საქმიანობაში, ეს არის ზოგადი პოზიცია,“ – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ჩემი პოზიცია უცვლელი დარჩება”- ნუკრი ქანთარია ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს
შემდეგი სტატიაჩოხატაურის მუნიციპალურ საკრებულოში ენმ და ”ევროპული საქართველო” ერთ ფრაქციად ერთიანდებიან