ზეწოლა სტრასბურგის სასმართლოზე – გოცირიძე კობახიძეს ეთანხმება

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ევა გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იზიარებს და აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშრებით გავლენა იქონია იმ ინფორმაციება, რომელიც საქართველოდან მიეწოდებოდა ევროპულ სასმართლოს:

“სტრასბურგის სასამართლოზე ზეწოლა გახლავთ ის, როდესაც ასეთი ინფორმაცია დიდი რაოდენობით მიეწოდება ამა თუ იმ ფორუმს, რომელმაც საკითხი უნდა გადაწყვიტოს იმის თაობაზე თან მითუმეტეს როდესაც ამას კვერს დაუკრავს არასამთავრობო სექტორი, სტრასბურგის სასამართლომ შეიძლება ჩათვალა, რომ მართლაც რაღაცა საშინელება ხდება საქართველოში და მან მიიღო ესეთი გადამჭრელი ღონისძიება” განაცხადა ევა გოცირიძემ, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატი იყო, თუმცა მისი კანდიდატურა ევროსასამართლომ ჩააგდო.

banner
წინა სტატიაშიევროპის სასამართლო გავლენისგან ერთ-ერთი ყველაზე დაცული ინსტიტუციაა- ჩუგოშვილი
შემდეგი სტატიარუსეთმა ის თურქული კომპანიები დაასახელა, რომლებმაც ISIS-ს ქიმიური ნივთიერებები მიჰყიდეს