12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

“ზეწოლა რეჟიმზე აუცილებლად გაგრძელდება”– გიორგი სიორიძე “ვაიმარის სამკუთხების” შეხვედრას ეხმაურება

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატის 35-ე იუბილეზე საქართველოს საკითხის განხილვა დასტურდება იმისა, რომ ევროპული სახელმწიფოების დაინტერესება ქვეყნით განგრძობადია.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების — გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები (იოჰან ვადეფული, ჟან-ნოელ ბარო და რადოსლავ სიკორსკი) ვაიმარში თანამშრომლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით იკრიბებიან და დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც შედის.

გიორგი სიორიძის თქმით, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი ურყევია, რაც მმართველ გუნდზე საერთაშორისო წნეხის გაგრძელებას ნიშნავს.

„ვაიმარის ფორმატი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფორმატია ევროპულ დონეზე და მისი განგრძობითი დაინტერესება ჩვენი ქვეყნით დადასტურებულია იმითიც, რომ ამ ფორმატის 35-ე იუბილეზე საქართველო კვლავ იქნება ევროპული სახელმწიფოების განხილვის დღის წესრიგში.

ვაიმარის ტრიო აქამდეც ინტენსიურად იყო ჩართული ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრის გზების ძიებაში, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გვქონია არაერთი კონსულტაცია მათთან. ის, რომ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ხელისუფლებები ასეთ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ, გამოიხატება იმაშიც, რომ მათი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ არის განგრძობადი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზეწოლა რეჟიმზე აუცილებლად გაგრძელდება“, — განაცხადა გიორგი სიორიძემ.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: ყოფილ პრემიერს სიღრმისეულ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი, გამოძიებამ აქცენტი ამაზე უნდა გააკეთოს
შემდეგი სტატიანინო წილოსანი “ჯერ საქართველოს” რეგისტრაციის შეჩერებაზე: სისულელეებზე ფიქრს, ხარვეზები აღმოფხვრან