ზეწოლა მოსამართლეებზე – “ენმ” სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს

news
ავტ.: news თებერვალი 3, 2017 10:44

ზეწოლა მოსამართლეებზე – “ენმ” სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საზოგადოებას მოსამართლეთა დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებს. განცხადება ნიკა მელიამ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლეები ღიად საუბრობენ იმ მანკიერ სისტემაზე, რომელიც არა თუ იცავს მოქალაქეთა უფლებებს, არამედ ებრძვის თავისუფალ მედიას და დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მოქალაქეებს. ეს ნათლად ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს გააუქმოს სახელმწიფო და ყოველივე ამის შემხედვარე დაუშვებელია დუმილი. მე მოვუწოდებ ყველა პროფესიულ ჯგუფს, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, საზოგადოებას რომ გავერთიანდეთ, როგორც არასდროს. ახლა საჭიროა ერთსულოვნება, ერთ მუშტად შეკვრა. როგორც რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მაგალითი ვაჩვენეთ, გია ცერცვაძის გარშემო მოხდა კონსოლიდაცია, ასეთივე კონსოლიდაციაა ახლა საჭირო მოსამართლეების დასაცავად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ასევე პრეზიდენტს მიმართავს, რომ მისი კონსტიტუციური ვალდებულებების ფარგლებში აუცილებლად დაიცვას მიუკერძოებელი მოსამართლეების უფლებები.

“ძალიან საინტერესოა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს.

„გვაქვს კატეგორიული მოთხოვნა, ბატონი გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან ვინაიდან უკვე ნათლად არის ის მოცემულობა, როდესაც ბატონი გომელაური არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი ივანიშვილის. ამიტომ, არანაირი უფლებაარ აქვს ბატონ გომელაურს იყოს იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ახორციელებს დაუფარავად, ღიად ზეწოლას მოსამართლეებზე,“ – აცხადებს მელია.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის შესაძლო ზეწოლის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება 14 იანვარს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი. რუსთავი 2-ის იურისტის შეფასებით, საეჭვოა, რატომ არ განაცხადა პროკურატურამ აქამდე გამოძიების დაწყების თაობაზე.

დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, დღეს 12 საათზე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

news
ავტ.: news თებერვალი 3, 2017 10:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics