ზეწოლა ბიზნესზე და მესამე სექტორზე – “სამართლიანი არჩევნების” ანგარიში

“ომეგა ჯგუფის” საქმე და არასამთავრობო სექტორზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული შეტევა – ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშში მოხვდა.

ორგანიზაცია ხელისუფლებას მესამე სექტორზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ვიხილეთ განსაკუთრებულად ინტენსიური შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ვიხილეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები. ამაზე რეაგირება უნდა იყოს ერთი და ძალიან მკაფიო რომ სასწრაფოდ უნდა შეწყდეს მსგავსი თავდასხმები და აღიკვეთოს.

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა უნდა გააცნობიერონ არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და შეეშვან ზეწოლას“,-”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის მეორე შუალედური ანგარიში სექტემბრის პერიოდს მოიცავს და მასში საარჩევნო კოდექსის დარღვევის შესაძლო ფაქტებზეა საუბარი. ეს ეხება აგიტაციის წესების დარღვევასა და წინასაარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის მცდელობებს. ორგანიზაცია ამ ფაქტებზე რეაგირებას უწყებათაშორის კომისიას სთხოვს.

banner
წინა სტატიაში“ომეგა ჯგუფის” სკანდალური საქმე – ფარცხალაძე დუმილს არღვევს და გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს
შემდეგი სტატიამამაკაცის გარდაცვალება ბათუმში – შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს