ზეწოლა ბავშვებზე და თვალთვალი მასწავლებლებზე – ქიმიის მასწავლებელი სკოლის დირექტორს ღიად დაუპირიპირდა

თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილის პროტესტი გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე სკოლიდან გათავისუფლებული ქიმიის მასწავლებელი, დოდო კეზუა მივიდა.
კეზუა კატეგორიულად უარყოფს ინფორმაცია, რომ თითქოს ის მოსწავლეებზე ზეწოლას ახორციელებდა.

მასწავლებელმა დღეს სკოლის დირექტორს მარიამ ლორთქიფანიძეს ახალი ბრალდება წაუყენა პედაგოგი ირწმუნება, რომ დირექტორი მასწავლებლებს უთვალთვალებდა, მოსწავლეებს კი აიძულებდა პედაგოგებზე მისივე მითითებით განცხადებები დაეწერათ.

„იყო ზეწოლა ბავშვებზე, მასწავლებლებზე თვალთვალი და ეს მასწავლებლები იყვნენ ლელა კუპრაშვილი და ირინა გოჩიტაშვილი. მას მე ვთხოვე, რომ ბავშვებთან გაენეიტრალებინა სიტუაცია, მაგრამ არ მიიღო ზომები. ბოლოს ჩაიყვანა და უთხრა ბავშვებს, რომ დაწერეთ ყველაფერი ამ ორ პედაგოგზე. ბავშვებმა უთხრეს, რომ არაფერი არ გვაქვს დასაწერი, ძალიან კარგი პედაგოგები არიან და მან უთხრა, რომ სკოლა ჩემია და მე როგორც მინდა ისე წარვმართავ,“-აცხადებს დოდო კეზუა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

პედაგოგების ნაწილი აცხადებს, რომ არ ჩაატარებენ გაკვეთილებს მანამ, სანამ სკოლის დირექტორი მარიამ თავართქილაძე თანამდებობას არ დატოვებს.

banner
წინა სტატიაშიპატრული და დაპირისპირება 67-ე სკოლაში
შემდეგი სტატიამეუფე დიმიტრი დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს მოინახულებს