,,ზეწოლა არა ქვეწოლა… ფული მეგობრებო ფული!,,

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 26, 2015 15:31

,,ზეწოლა არა ქვეწოლა… ფული მეგობრებო ფული!,,

მნიშვნელოვანი

  • ჟურნალისტი ელისო კილაძე, ოთხი პარლამენტარის პავლე კუბლაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძისა და გიორგი მელაძიოს მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვების ახალ ვერსიას სოციალური ქსელით ავრცელებს...

სხვა სტატიები

ჟურნალისტი ელისო კილაძე, ოთხი პარლამენტარის… პავლე კუბლაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძისა და გიორგი მელაძიოს მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვების ახალ ვერსიას სოციალური ქსელით ავრცელებს…

,,სტატუსი მათთვის ვისაც “ნაციონალური მოძრაობიდან”წასული ოთხეული ფრთებიანი ანგელოზები გონია :
მთავარი მოქმედი პირი ამ საქმეში არის პავლე კუბლაშვილი. ლატვიაში ჯოზეფ ქეის მიერ გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხულია სოლიდური რაოდენობის თანხა.პირველად სწორედ მან შესთავაზა საკუთარი თავი “ოცნებას” ლაშა თორდიას მეშვეობით.
სხვა დეტალები დღეს”არჩევანში”
p.s . ზეწოლა არა ქვეწოლა ????
ფული მეგობრებო… ფული !!!!,, წერს ელისო კილაძე

 

kiladze

კილაძის განცხადებით, საქმე გვაქვს გარკვეულ პოლიტიკურ სქემასთან, რომლის სათავეშიც დგას პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი პალიკო კუბლაშვილი. მისი თქმთ, სწორედ კუბლაშვილი იყო პარტიიდან წასვლის ინიციატორი. კილაძე ირწმუნება, რომ პარტიიდან წასვლის სანაცვლოდ კუბლაშვილმა ხელისუფლებისგან საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა მიიღო. ჟურნალისტის განცხადებით, პავლე კუბლაშვილმა თანხა აიღო ლიტვაში გახსნილი ანგარიშით და ხელისუფლებასა და პავლე კუბლაშვილს შორის შემდგარ გარიგებაში შუამავალი იყო , ბიზნესმენი ჯოზეფ ქეი. კილაძის მტკიცებით, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს გარიგებები. კილაძე ასახელებს ვაჟა ლილუაშვილსა და ამირან მესხელს, რომლებიც შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილეები იყვნენ და აცხადებს, რომ საუბარია პარტია შექმნება სწორედ იმ ოთხეულისგან, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. მისივე თქმით, პარტიას უხელმძღვანელებენ კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი.

„ურთიერთობა „ონცებასთან“ და ქეის ურთიერთობა პავლე კუბლაშვილთან ჩემთვის გახლავთ პოლიტიკური პროსტიტუციის ძალიან მაღალი რანგი. იმიტომ, რომ არ შეიძლება მსგავსი ტიპის ადამიანები ყველა ხელისუფლებას სჭირდებოდეს. ჯოზეფ ქეის დახმარებით გაიხსნა ანგარიში პავლე კუბლაშვილის სახელზე ლიტვაში და მას ქეის მეშვეობით, ანუ ის იყო გამტარი, ჩაურიცხეს საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა. თანხა ჩაურიცხა ხელისუფლებამ, ამიტომ არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ ვანო მერაბიშვილმა დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყო და ფრაქცია, რომელიც პარლამენტში შეიქმნება საბოლოო ჯამში აღმოჩნდება იმ პარტიაში , რომელსაც კახა ოქრიაშვილი ქმნის,“-აცხადებს ელისო კილაძე.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 26, 2015 15:31

Google სტატისტიკა


3,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics