ზესტაფონში სროლა იყო- ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია 30 წლამდე კაცი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უწყებაში ამბობენ, რომ ერთი პირია დაკავებული და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე ჟვანიას გადაწყვეტილებაზე: მმართველი გუნდის კონსტრუქციულობის თამაშია
შემდეგი სტატიასაია უზენაესის მოსამართლისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს