ზესტაფონში , სოფელ შორაპანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
სხვა სტატიები
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ შორაპანთან. სატვირთო ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, შემთხვევის დროს ტრაილერში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა,რომელსაც დაზიანებები არ აღენიშნება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „თაიმერს“ განუცხადეს, მძღოლს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაეწერა.