ზესტაფონში ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1972 წელს დაბადებული ზ. ლ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ზესტაფონში შპს „ნატახტარი“-ს საწყობის ეზოში, ამავე კომპანიის კუთვნილი ავტომანქანებიდან საბურავები, აკუმულატორები და სხვადასხვა დასახელების სათადარიგო ნაწილები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, -აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკვიპროსზე, ქალაქ ლარნაკაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა – ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა – სტრატეგიული