ზესტაფონში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი გაქურდეს

ზესტაფონში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი გაქურდეს. ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ოფისიდან წაღებულია სხვადასხვა სახის ტექნიკა.

ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ოფისში შესვლა შენობის უკანა მხრიდან არსებული ფანჯრიდან მოახერხეს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ვარაუდობენ, რომ დანაშაული ხელისუფლების დავალებით მათთან დაახლოებულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას თინა ბოკუჩავა დაიკავებს
შემდეგი სტატიამადლობა ლევან ხაბეიშვილს ძალიან რთულ პერიოდში უშიშარი ბრძოლისთვის… ის ნამდვილად საიმედო მეგობარი და თანამებრძოლია – “სტრატეგია აღმაშენებელი”