ზესტაფონში კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ზესტაფონში კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

როგორც ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მასთან კონტაქტი მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და უკვე თვითიზოლაციაში არიან.

“ზესტაფონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა უკვაშირდება სატვირთო ავტომანქანის მძღოლს. მონიტორინგი ხორციელდება ყველა მძღოლზე, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე და ტოვებს და ყველა გვყავს აღრიცხვაზე ყოველდღიურად, შესაბამისად, ვაკონტროლებთ მათ თვითიზოლაციის პირობებს, ეს პიროვნებაც იყო თვითიზოლაციაში, გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც მიმართა სამედიცინო ცენტრს, სადაც დაუდასტურდა “კოვიდ 19″. ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია, რამდენი ადამიანთან იყო კონტაქტი გადაადგილების დროს, როდესაც ჩამოვიდა ზესტაფონში, ყველა ადამიანი იდინტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ასე რომ, კონტაქტების დიდი რაოდენობა არ არის და არ არსებობს საშიშროება, რომ გავრცელება მოხდეს”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

29 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში დადასტურებული კოვიდ 19-ით ზესტაფონის საავადმყოფოდან გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მამაკაცი, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია, სომხეთიდან შემოვიდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ივანიშვილის რეჟიმს სანქციების გარდა ვერაფერი გამოასწორებს
შემდეგი სტატიასაქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ძალიან ეფექტურად და მარჯვედ, პასუხისმგებლიანად ართმევს თავს შექმნილ კრიზისს