ზესტაფონში, გაზგასამართი სადგურთან 2 ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა

ზესტაფონში, გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. თავდაპირველად ცეცხლი ერთ მათგანს გაუჩნდა, შემდეგ კი მეორეს გადაედო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის ლიკვიდაცია ზესტაფონის და თერჯოლის სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა განახორციელეს.

აღნიშნული ფაქტის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ტრაილერი გადახურდა და მას ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაუჩნდა.

ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში(video) სენაკში ახალი ქარხნის აშენება, ეკონომიკის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი სენაკში „მარულა 2016“-ს დაესწრო