ზესტაფონში, ცენტრალურ ქუჩებზე გაჭიანურებული სამუშაოები მოსახლეობამ აქციით გააპროტესტა

ზესტაფონში, ცენტრალურ ქუჩებზე გაჭიანურებული სამუშაოები მოსახლეობამ აქციით გააპროტესტა. ადგილობრივები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სამი მთავარი ქუჩა ექვსი თვეა პარალიზებულია. ადგილზე თითქმის არ მუშაობს ტექნიკა, რის გამოც მათ პრობლემები ექმნებათ. უჭირთ საავადმყოფოში, ბაზარსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებამდე მისვლა.

მოსახლეობის აქციას “ნაციონალური მოძრაობა” შეუერთდა. ოპოზიცია ქალაქში არსებულ კორუფციაზე საუბრობს. მათი თქმით, ტენდერებში ახლობლების კომპანიებს ამარჯვებინებენ, რომლებიც სამუშაოებს ვერ ასრულებენ.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე: საარჩევნო ცვლილებების პროექტი, რომელიც ოთხ რაუნდზე იყო შეთანხმებული, აუცილებლად უნდა იქნას მიღებული
შემდეგი სტატია7 მარტიდან საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი