ზესტაფონში ახალი ქარხანა შენდება, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას დაიწყებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 11, 2020 13:58

ზესტაფონში ახალი ქარხანა შენდება, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას დაიწყებს

მნიშვნელოვანი

  • ზესტაფონში ახალი ქარხანა შენდება, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას დაიწყებს

სხვა სტატიები

ზესტაფონში, სოფელ არგვეთის ტერიტორიაზე, თანამედროვე საწარმო “ჯორჯიან მეტალი” შენდება. საწარმო ერთ-ერთი პირველი იქნება რეგიონში, რომელიც რკინის მადნიდან, მაღალი ხარისხის პროდუქტის, არმატურის წარმოებას დაიწყებს.

ახალი საწარმო, სამშენებლო ინდუსტრიისთვის 600 ათას ტონამდე პროდუქციის წარმოებას გეგმავს, რომლის რეალიზაციას, საქართველოს გარდა, რამდენიმე ქვეყანაში განახორციელებს.

როგორც “ჯორჯიან მეტალის” წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი ქარხნის მშენებლობაზე 50-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ამოქმედების შემდეგ კი საწარმოში დაახლოებით 550 ადამიანი დასაქმდება.

მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს.

“იმედი მაქვს, ახალი საწარმო, რომელიც ზესტაფონში შენდება, ძალიან მალე დაიმკვიდრებს ადგილს ქართულ ეკონომიკაში და “ჯორჯიან მეტალის” მიერ წარმოებული პროდუქცია იქნება ერთგვარი ბრენდი, სამშენებლო ინდუსტრიისთვის. ამასთან ერთად, ჩვენ გვეყოლება 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმებული”, – განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

ახალი ქარხნის მშენებლობის დასრულება 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 11, 2020 13:58

Google სტატისტიკა


3,363
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics