ზესტაფონის მერიასთან ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გაიმართეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 3, 2018 15:55

ზესტაფონის მერიასთან ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გაიმართეს

მნიშვნელოვანი

  • ზესტაფონის მერიის შენობის წინ აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტის სოფლებში მერიის წარმომადგენლებმა და სპეციალისტებმა ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულება 25 თანამშრომელს აღარ გაუგრძელდა.

სხვა სტატიები

ზესტაფონის მერიის შენობის წინ აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტის სოფლებში მერიის წარმომადგენლებმა და სპეციალისტებმა ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულება 25 თანამშრომელს აღარ გაუგრძელდა.

აქციის მონაწილეების თქმით, გადაწყვეტილება უკანონოა.

„სოფლის დეპუტატმა პოლიტიკური ნიშნით გამომიცხადა დევნა. მე ყოფილი დეპუტატის, კახა შავგულიძის კადრად მომიაზრებს, ამიტომ გამათავისუფლა სამსახურიდან. ვითხოვ სამსახურში აღდგენას“, – განაცხადა პირველ არხთან სოფელ ქვედა საქარის კოორდინაციის განყოფილების ყოფილმა სპეციალისტმა, ელზა ნებიერიძემ.

ზესტაფონის მერის პირველი მოადგილის, დავით ჩირგაძის თქმით, რეორგანიზაციის შედეგად, შემცირდა 19 შტატი, დანარჩენ თანამდებობებზე კი კონკურსი გამოცხადდება.

1tv.ge

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 3, 2018 15:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics