15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, რამდენიმე მოქალაქეს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

იმერეთში მოქალაქეებს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის E-60 ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი, რაც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად უნდა ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ უძრავ ქონებაზე.

შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) დაექვემდებარა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ისეთი უძრავი ქონება, რომელთა მეპატრონეებთანაც მოლაპარაკებების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ესენია:

სერგეი კოლჩინის საკუთრებაში არსებული თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღვანკითში მდებარე 796 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

დავით ცხადაძის, ლელა გიგაშვილის და ნინო ცხადაძის თანასაკუთრებაში არსებული თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიქთარვაში მდებარე 800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 78 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ზოგიერთ მედიას მაყურებელთან ცუდი ურთიერთობა იმიტომ აქვს, რომ მათ სანდოობა დაკარგეს
შემდეგი სტატიათბილისი-შანხაის მიმართულებით შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაიწყოს