ზემო ფონიჭალაში დაზიანებული საკანალიზაციო მილი გაწმენდილია

ზემო ფონიჭალაში, კანალიზაციის მილის დაზიანების გამო, დაბინძურებული წყალი ზედაპირზე ამოდის და საცხოვრებელ სახლებამდე აღწევს. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, მოსახლეობა კი შველას ითხოვს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მილი, თელეთში მდებარე ერთ-ერთი სასაკლაოს ნარჩენების გამო გაიჭედა. მოსახლეობის ინფორმაციით, აღნიშნული მილი იმავე ქსელს უერთდება, რომლითაც ფონიჭალის მოსახლეობა სარგებლობს.

ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ GWP-ის და გამგეობის წარმომადგენლები. საკანალიზაციო მილი უკვე გაწმენდილია, დასუფთავების სამსახურმა ქუჩებიც მორეცხა.

banner
წინა სტატიაშიხმაური პარლამენტში – ადა მარშანია ირაკლი კობახიძეს ტრიბუნასთან გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა 117 ხმით 2-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა